Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვიდი ადამიანი დაშავდა კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 31 მაისს, საღამოს კახეთში, ლაგოდეხი-ყვარელის საავტომობილო გზაზე. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულია შვიდი ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი. პირველადი ინფორმაციით, „ნივის" მარკის ავტომობილი მაღალი გამავლობის მანქანას, საწვავმზიდს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

XS
SM
MD
LG