Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 930 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1233 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3.74%;
  • ბოლო 7 დღის - 2.71%;
  • ბოლო 14 დღის - 3.3%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1002-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 5056 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 143 970 აცრა. მათგან ორივე დოზით აცრილია 30 722 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 345 196 შემთხვევა. მათგან 328 630 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4804 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG