Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კომენდანტის საათი" 1 საათით, 23:00 სთ-დან 04:00 სთ-მდე შემცირდა


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, "კომენდანტის საათი" ერთი საათით შემცირდება. ახალი გადაწყვეტილებით ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, დღეიდან 23:00-04:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს", - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში "კომენდანტის საათი" 2020 წლის 28 ნოემბერს დაწესდა. ამ დროიდან ეს შეზღუდვა არ მოხსნილა, მხოლოდ რამდენიმე დღით გადაადგილების შეზღუდვა ორი საათით - 21:00 საათიდან 23:00 საათამდე შემცირდა.

აკრძალულ დროს გადაადგილების შემთხვევაში მოქალაქეს პოლიცია 2000 ლარით აჯარიმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG