Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბახალა" 900 აბი სუბოტექსის საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა


გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა", თბილისის საქალაქო სასამართლოს მსგავსად სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა "ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე". 31 მაისს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე რადიო თავისუფლებას მისმა ადვოკატმა, შოთა კახიძემ უთხრა.

სამართალდამცავები "ბახალას" და კიდევ სამ პირს საქართველოში 900 აბი სუბოტექსის შემოტანას ედავებოდნენ.

"2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება", - აღნიშნული იყო მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გიორგანაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების (0,3726 გრამი ბუპრენორფინი) შეძენა-შენახვაში და 2018 წლის 23 იანვარს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც პოლიციელებს ადანაშაულებს ნარკოტიკის ჩადებაში, ბრალს არ აღიარებს. მან უარი თქვა საპროცესო შეთანხმებაზე. ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლომაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

XS
SM
MD
LG