Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებიდან კლინიკაში მხოლოდ 2 რჩება


ბათუმში მდებარე სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებიდან, რომლებიც სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლნენ და სხვადასხვა კლინიკას მიმართეს, 62 დილით გაწერეს. 2 ჯერჯერობით რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, კლინიკაში დარჩენილი პაციენტების მდგომარეობა მძიმე არ არის, მათ გამოკვლევები უტარდება და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაწერენ. ეფაძის თანახმად, ინტოქსიკაციის საბოლოო მიზეზს ლაბორატორიული კვლევა დაადგენს.

ბათუმში მდებარე სამკერვალო ფაბრიკის "ფასტ თრექ ტექსტილე"-ს რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა, ინტოქსიკაციის სიმპტომებით, კლინიკებს 31 მაისს მიმართა. ფაბრიკას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული, მზა საკვებს აწვდის კომპანია "ანკარა ქეითერინგი".

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ინსპექტირების ჯგუფების მიერ ორივე ობიექტიდან აღებული ნიმუშები საკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG