Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალი სამიტის დღის წესრიგზე იმსჯელებენ


1 ივნისს გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც იგეგმება 14 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგზე, კერძოდ, ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის მიმდინარეობის შესახებ მსჯელობა.

მინისტრები იმსჯელებენ ასევე კარსმომდგარი სამიტის რეზოლუციის პროექტზე, რომელსაც უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ ხელს მოაწერენ ნატოს ლიდერები, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც პირველად დაესწრება სამიტს.

სამიტზე განიხილავენ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი კონცეფციის - NATO-2030-ის პროექტს, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მის წინაშე მდგარ არაერთ გამოწვევას, მათ შორის: საერთაშორისო ტერორიზმს, კიბერუსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილებას, რუსეთის მზარდ აგრესიასა და ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG