Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 954 ადამიანი დაინფიცირდა და 30 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 30 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 30 603 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 954 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 3.12%;
  • ბოლო 7 დღის - 2.8%;
  • ბოლო 14 დღის - 3.23%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 896-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 5251 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 149 191 აცრა. მათგან სრულად, ორივე დოზით აცრილია 33 718 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 346 150 შემთხვევა. მათგან 329 516 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4834 ადამიანი.

XS
SM
MD
LG