Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: ხვალ ჩაინიშნა ჩემი სასამართლო სხდომა


"ევროპული საქართველოს" ყოფილი ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 3 ივნისს საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა. ამ საქმეზე სხდომა დაახლოებით 1 თვის წინაც ჩაინიშნა, მაგრამ მაშინ პროცესი პროკურორის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო.

"ის იყო უნდა მერწმუნა "ქართული ოცნების" ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამცა. ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად", - წერს უგულავა "ფეისბუკზე".

ინციდენტი 2019 წლის დეკემბერში მოხდა, რა დროსაც გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი საზღვარგარეთ მიდიოდნენ. როგორც უგულავა ჰყვება, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლი დაიწყო და ძიუდოისტის ჩვენების საფუძველზე ბრალი უგულავას წაუყენეს, გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG