Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხანძრის შემდეგ ჩაიძირა ირანის უდიდესი სამხედრო გემი, პერსონალმა ევაკუაცია მოასწრო


2 ივნისს, გამთენიისას, ომანის ყურეში ჩაიძირა ირანის ფლოტის უდიდესი ხომალდი, მას შემდეგ, რაც მასზე გაურკვეველი მიზეზებით ხანძარი გაჩნდა. ბორტზე მყოფი მთელი პერსონალის ევაკუაცია დროულად მოესწრო.

ხანძარი გაჩნდა დამხმარე ხომალდის ძრავის ოთახში, - იუწყება ირანის ფლოტი 2 ივნისის განცხადებაში, თუმცა დეტალებს არ აზუსტებს. მეხანძრეები "20 საათის" განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას მანამ, სანამ ხომალდი ფსკერისკენ წავიდოდა, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხომალდი განთავსებული იყო ომანის ყურეში, ირანის პორტის, ჯასკის სიახლოვეს, რომელსაც თეირანს 1270 კილომეტრამდე მანძილი აშორებს. ეს ადგილი ახლოსაა ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტესთან, რომელზეც მსოფლიოში ნავთობის გადაადგილების მეხუთედი მოდის.

ირანის ფლოტი იუწყება, რომ ხომალდი საერთაშორისო წყლებში რამდენიმე დღის წინ, "საწვრთნელი მიზეზებით" დარჩა. ფლოტი წერს, რომ მსუბუქად დაშავდა 20 მეზღვაური, პერსონალის 400 წევრიდან. ხანძრის მიზეზებს არ აკონკრეტებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG