Accessibility links

site logo site logo

ვიმედოვნებთ, რომ „ენმ“ ხელს მოაწერს დოკუმენტს და კონსტრუქციულად იმუშავებს პარლამენტში - დეგნანი


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დადებითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

„გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელს მოაწერს დოკუმენტს, შევა პარლამენტში და იმუშავებს კონსტრუქციულად მმართველ პარტიასთან და ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის თქმით, აშშ იმედგაცრუებულია, რომ „ენმ“-მ ხელი არ მოაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს:

„ეს არ არის მხოლოდ შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 19 აპრილს, მას სჭირდება საკანონმდებლო ასახვა და შემდეგ იმპლემენტაცია, რათა რეალური ცვლილებები უზრუნველყოფილი იქნას, მათ შორის უკეთესი არჩევნებისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით“.

30 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაიობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გამოაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ პარტია წყვეტს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ ბოიკოტს და შედის პარლამენტში.

მელიამ განმარტა, რომ პარტია „შარლ მიშელის დოკუმენტს“ ხელს არ მოაწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG