Accessibility links

site logo site logo

ბელარუსი თავის მოქალაქეებს უცხოეთში მოგზაურობას უკრძალავს კოვიდ-19-ის საბაბით


ბელარუსმა დროებით აუკრძალა თავისი მოქალაქეების უმრავლესობას უცხოეთში მოგზაურობა და საბაბად მოიყვანა კოვიდ-19-ის პანდემია.

ოპოზიციის თანახმად, ეს არის ამ ქვეყნის ავტორიტარული მთავრობის კიდევ ერთი ნაბიჯი თავისუფლების შეზღუდვისკენ სხვაგვარად მოაზროვნეების სასტიკი შევიწროების პირობებში.

ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის თანახმად, ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება ყველა მოქალაქეს, გარდა სახელმწიფო მოხელეებისა, სახელმწიფო სატრანსპორტო უწყებების თანამშრომლებისა და მათი, ვისაც უცხოეთში მუდმივი ცხოვრების უფლება აქვთ. კომიტეტი განმარტავს, რომ ბელარუსის მოქალაქეებისა და უცხოელებისთვის საჰაერო მიმოსვლა ღიაა იმ პირობით, თუ ისინი გაფრენამდე ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან. სასაზღვრო უწყების გადაწყვეტილება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის აღშფოთებას ფაქტის გამო, როცა ბელარუსის მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრძანებით, Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, სამხედრო გამანადგურებლის მეშვეობით აიძულეს დამჯდარიყო მინსკის აეროპორტში. ბელორუსმა განაცხადა, რომ ამ ზომას მიმართა აფეთქების მუქარის გამო.

თვითმფრინავის დაჯდომისთანავე, ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი დააპატიმრეს.

თვითმფრინავში არავითარი ბომბი არ უპოვიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG