Accessibility links

site logo site logo

ქუთაისის მერიამ მოგებისთვის დააფუძნა პარკირების კომპანია, რომელიც არამომგებიანია - TI-ის კვლევა


"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერიამ ქალაქში პარკირების საკითხის მოგვარებისთვის და მოგების მიღების მიზნით დააფუძნა კომპანია "პარკინგსერვისი", რომელიც არამომგებიანია. კომპანიამ ვერ გადაიხადა ბიუჯეტში მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურიც კი.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2016-2020 წლებში ქუთაისის მერიას იჯარის სახით 2,3 მლნ ლარამდე შემოსავალი უნდა მიეღო, თუმცა 15-ჯერ ნაკლები - 150 ათასი ლარი მიიღო.

"შპს “პარკინგსერვისის” წლიური ხარჯი საშუალოდ 450 ათას ლარია და ამ ფასად ის მოქალაქეებისგან საშუალოდ 252 ათასი ლარის ჯარიმის მობილიზებას ახდენს. მოქალაქეების მიერ პარკინგში ჯარიმის სახით გადახდილი ყოველი 1 ლარი, გადასახადის გადამხდელებს დამატებით 1,80 ლარი უჯდებათ", - ვკითხულობთ კვლევაში.

აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია შექმნის დღიდან ვერც ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს ასრულებს და ვერ იხდის მისთვის გადაცემული ქონების იჯარის საფასურს.

"ამის გამო ქალაქის მერიამ გააუქმა იჯარის ხელშეკრულება და შპს-ს ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა, ხოლო არასრულად დაანგარიშებული იჯარის თანხა და პირგასამტეხლო, ჯამში 1 784 890 ლარი, 10 წელზე გადაუნაწილა", - აღნიშნულია ორგანიზაციის გამოქვეყნებულ კვლევაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტმა უნდა გააუქმოს შპს “პარკინგერსვისი” და იზრუნოს პარკირების სერვისის ტენდერის ან აუქციონის მეშვეობით შესყიდვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG