Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში აზერბაიჯანელი და თურქი გენერლების ტრადიციული ფორუმი იმართება


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 3 ივნისს გაიხსნა აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო დიალოგის მე-13 სხდომა, რომელშიც ორი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიცრები და გენერლები მონაწილეობენ.

აზერბაიჯანის სამხედრო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური, უსაფრთხოების, სამხედრო განათლების, სამხედრო მრეწველობისა და სხვა სფეროებში ორმხრივი ურთიერთობის მდოგომარეობას მიმოიხილავენ და იმსჯელებენ, სამხედრო და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

თურქეთი აზერბაიჯანის დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აზერბაიჯანის არმია აღჭურვილია თურქული წარმოების თანამედროვე შეიარაღებითა და ტექნიკით. მათ შორის „ბაირახტარის“ სახელით ცნობილი ოპერატიულ-ტაქტიკური დრონებით, რომლებსაც აზერბაჯანის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იყენებდა მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის შემდგომაზე მიმდინარე 44 დღიან ომში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG