Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შოკისმომგვრელს უწოდებს მარგარიტა სიმონიანის მიერ ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერას


მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შოკისმომგვრელი უწოდა კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტის მარგარიტა სიმონიანის იმ განცხადებას, რომელიც სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა ბელარუსის რეჟიმის მიერ სააგენტო „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკის აეროდრომზე იძულებით დაჯენის ფაქტზე გააკეთა.

„ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ რამე შემშურდებოდა ბელარუსის. ახლა კი ნამდვილად მშურს. „ბატკამ“ (ასე უწოდებენ ლუკაშენკას - რედ.) ლამაზად შეასრულა“, - დაწერა 23 მაისს ტვიტერში სახელმწიფო ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ გენერალურმა დირექტორმა, მარგარიტა სიმონიანმა.

მას შემდეგ, რაც ბელარუსის რეჟიმმა აიძულა თვითმფრინავი დაშვებულიყო მინსკის აეროდრომზე, უშიშროების თანშმრომლებმა „რაინეარის“ კუთვნილი თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს და დააკავეს ბელარუსის რეჟიმისათვის მიუღებელი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი, სოფია საპეგა.

ამ ინცინდენტმა საერთაშორისო საზოგადეობისა აღშფოთება გამოიწვია. აშშ-ი, ევროკავშირისა და დასავლეთის სხვა ქვეყნები მოუწოდებენ ლუკაშენკას რეჟიმს, დაუყოვნბელად გაათავისუფლოს რამან პრატასევიჩი. გარდა ამისა, ევროკავშირი და აშშ-ი ბელარუსის რეჟიმის მიმართ სანქციების უფრო გამკაცრებზე შეთანხმდნენ.

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" საგანგაშოს უწოდებს მედიის წარმომადგენლების დევნას და რეპრესიებს ბელარუსში. შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული, როცა საარჩევნო კამპანია დაიწყო, ბელარუსში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების დაკავების 550 შემთხვევას. 80 ჟურნალისტი სხვადსხვა ფორმით იქნა რეპრესირებული. სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მათზე ძალადობას და წამებასაც ჰქონდა ადგილი.

დღეისათვის სხვადასხვა ბრალდებით ბელარუსში ციხეში მასმედიის 27 წარმომადგენელი იმყოფება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG