Accessibility links

site logo site logo

დმიტრი გუდკოვი სასამართლოში მიყვანის გარეშე გაათავისუფლეს


მოსკოვის პოლიციამ სასამართლოში მიყვანის გარეშე გაათავისუფლა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დმიტრი გუდკოვი, რომელიც 2 ივნისს ჩხრეკის შემდეგ დააკავეს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ამასTან ერთად პოლიტიკოსის მიმართ შეწყვეტილია ასევე სისხლის სამართლის საქმე. გუდკოვი ეჭვმიტანილი იყო სისხლის სამართლის დანაშაულში მუხლით „ქონებრივი ზიანის მიყენება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით.“

პოლიტიკოსის მამამ, სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა გენადი გუდკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქმე ეხება სარდაფს, რომლის არენდისთვის მის ვაჟს, გამოძიების ვერსიით, რამდენიმე მილიონი რუბლი აქვს გადაუხდელი. მაგრამ უფროსი გუდკოვის თქმით, არენდატორი კომპანია დიდი ხნის წინ გაკოტრდა, სათავსო დაუბრუნეს მოსკოვის ხელისუფლებას, რაიმე სახის დავალიანებაზე კი მისმა ვაჟმა მხოლოდ სამშაბათს დილით გაიგო.

გუდკოვები სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევdnენ. მათი აზრით, ის იმიტომ აღძრეს, რომ დმიტრი გუდკოვს არ მისცენ სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

გუდკოვი ერთ-ერთია იმ ათობით დამოუკიდებელ კანდიდატს შორის, რომლებსაც 2019 საარჩევნო კომისიამ არ მისცა მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG