Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქრისტიანი ცოლ-ქმრის მიმართ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი


პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და გაამართლა ქრისტიანი ცოლ-ქმარი, რომლებსაც მკრეხელობისთვის 7 წლის წინ სიკვდილი მიუსაჯეს.

როგორც მსჯავრდებულების ადვოკატმა, საიფულა მულუკმა, აცნობა ჟურნალისტებს, ლაჰორის უზანაესმა სასამართლომ 3 ივნისს გადაწყვიტა შავკატ ემანუელაი და შაფტი კაუსარის გათავისუფლება.

წყვილი 2014 წელს ჩასვეს ციხეში მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს წინასწარმტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინებების გავრცელებისთვის.

ლაჰორის უზანაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმნენ ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებათდამცველები.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა შვდიწლიან განსაცდელს ცოლ-ქმრისა, რომლისთვისაც, პირველ ყოვლისა, სასიკვდილო განაჩენი არ უნდა გამოეტანათ“, - განაცხადა „ამნესტი ინტერნეიშენალის“ დირექტორის მოადგილემ, დინუშიკა დისანაიაკემ.

პაკისტანში მკრეხელობა ძალიან მგრძნობიარე პრობლემას წარმოადგენს.
აპრილში ევროპარლამენტმა მხარ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს პაკისტანის ხელისუფლებას იმის გამო, რომ არ ძალუძს რელიგიური უმცირესობების დაცვა.

XS
SM
MD
LG