Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები სერბეთში ჩავიდნენ კოსოვოსა და სერბეთს შორის დიალოგის განახლების მიზნით


მეთიუ პალმერი და ალექსანდარ ვუჩიჩი
მეთიუ პალმერი და ალექსანდარ ვუჩიჩი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, მეთიუ პალმერი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი სერბეთში ჩავიდნენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით დაარწმუნონ ბელგრადი კოსოვოსა და სერბეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისკენ მიმართული დიალოგის განახლებაში.

„მე მჯერა, რომ არსებობს კოსოვოსთან დიალოგით კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევის შესაძლებლობა“, - დაწერა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა თავის ინსტაგრამში, ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებთან 3 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ, რომელიც მარტიდან უდგას სათავეში კოსოვოს მთავრობას, განაცხადა, რომ ის დაკავებულია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლით და სერბეთი არ შედის მის უახლოეს მიზნებში.
სერბეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, მეთიუ პალმერმა განაცხადა, რომ ვითარების სრული ნორმალიზება და ურთიერთაღიარება ეს არის ის მთავარი პირობა, რაც ორივე ქვეყანას გზას გაუხსნის ევროკავშირისკენ.


კოსოვოც და სერბეთიც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ მიისწრაფვიან, აწყდებიან დასავლეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.

კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადი არ ცნობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG