Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში" საწარმოო ტრავმით ერთი მუშა გარდაიცვალა


"ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში" საწარმოო ტრავმით ერთი მუშა გარდაიცვალა. პირველადი ვერსიით, ის თავის მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც ამწე დაეჯახა.

60 წლამდე მექანიკოსი შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. კომპანიაში დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის დროს ადამიანის გარდაცვალების გამო პირი ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG