Accessibility links

site logo site logo

ბოლნისიდან გატაცებული 15 წლის გოგოს ოჯახის წევრები კახეთის პოლიციისგან აქტიურობას ითხოვენ


15 წლის გოგოს ახლობლები თელავის პოლიციასთან იმყოფებიან და დახმარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 15 წლის გოგო იმ დროს გაიტაცეს, როდესაც სკოლაში მიდიოდა. შემთხვევა 3 ივნისს მოხდა.

გოგოს ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, რომ გამტაცებელი, მათი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტიდან არის, თუმცა მეორე დღეა პოლიცია მას ვერ პოულობს.

„გამტაცებელს, არც გოგო და არც ჩვენ არ ვიცნობდით. გატაცების შემდეგ მალავენ გოგოს სახლში. დაარეკინეს თავისი ტელეფონიდან და გვითხრა, რომ თელავში იყო გატაცებული, „დედა გამიტაცეს თელავშიო“, - სხვა არაფერი არ ათქმევინეს, ამის შემდეგ მასთან კონტაქტზე ვერ გავდივართ. ადგილსამყოფელი ვერც პოლიციამ დაადგინა. თუ დღეს სამართალდამცავები გოგოს ვერ იპოვნიან, ხვალ თელავში ჩამოვა მთელი სანათესაო და პოლიციასთან აქციას გავმართავთ“, - განაცხადა გატაცებული გოგოს ნათესავმა.

15 წლის მოზარდის ახლობლები ჯერჯერობით გატაცების ვერსიებზე ვერ საუბრობენ.

შს სამინისტრო 15 წლის გოგოს გატაცების საქმეს, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG