Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯაღმაიძის თქმით, ბავშვის უფლების დარღვევის შემთხვევაში საპატრიარქო პირველი იქნება ვინც ხმას ამოიღებს


დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოსვლის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიას პანსიონატში შექმნილი მდგომარეობაზე ელაპარაკა.

„პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ხმას ამოიღებს თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები. სხვა ინფორმაცია, რაც გავიდა აქამდე აღძრული საქმეებისა თუ უფლებების დარღვევების შესახებ, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, კვლევა და იმედია, ნათელი მოეფინება ამ განცხადებებს რაც აქამდე იყო გაკეთებული", - ამბობს დეკანოზი.

როგორც ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, ყოფილი ბენეფიციარების განცხადებები საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ, მისი შეფასებით, ყველაფერს აქვს ახსნა. „ხშირ შემთხვევაში გამოჩნდება რომ ეს რეალობას არ შეესაბამება", - აცხადებს დეკანოზი და ამატებს, - „ჩვენ მოვისმინეთ რომ იყო აქ მძიმე დანაშაულებებზე საუბარი, რეალურად ეს საქმეები არ იხსნება, იმის გამო რომ არ არსებობს დასაბუთება იმ ბრალდებების, რომელიც წამოყენებულოი იყო".

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

ორი დღის წინ, ნინო ლომჯარიამ სამართალდამცავი უწყებებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განაცხადა, რომ 4 გამოძიებაა დაწყებული ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე,

3 ივნისს რადიო თავისუფლებას პანსიონში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე უამბო 19 სლის ბიჭმა, რომელმაც პანსიონი 15 წლის ასაკში დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG