Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექს-პრემიერის პერსპექტივები


ავტორი: გიორგი აბულაძე

29 მაისს, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძვნა. ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები გახარიას პერსპექტივებს განსხვავებულად აფასებენ, თუმცა ფაქტი ერთია მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალია და მოწინავე ადგილს იკავებს ყოფილ თანგუნდელ კახა კალაძესა და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიასთან ერთად. პირადად მე, ბატონი გახარიას პრემიერ მინისტრობის პერიოდს უარყოფითად ვაფასებ, თუმცა მას ნამდვილად აქვს ქარიზმა, რომლითაც ახერხებს ფართოსაზოგადოებაში წარმატებულობის ილუზიისა და კარგი მენეჯერის იმიჯის შექმნას. შევეცდები, ჩემი აზრი დავაფიქსირო საზოგადოებაში გავრცელებულ რამდენიმე სერიოზულ შეკითხვაზე მის მიმართ.

არის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის პროექტი?

ცალსახად ვიტყვი–არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გახარია ივანიშვილს ღიათ დაუპირისპირდება, ის იქნება „ქართული ოცნების“ ოპონენტი. პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ და ვგონებ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან პრაგმატული ადამიანია, ეს მას მხოლოდ დააზიანებს. თავიდანვე ცხადია, რომ გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა ამომრჩევლებს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს. 2021 წლის ოქტომბრის, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე, იმოქმედებს ნდობის 43%-ანი ვოტუმი, რომლის ვერ გადალახვის შემთხვევაში, მმართველი პარტია ვალდებულია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს 2022 წლის გაზაფხულზე. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველთა შენარჩუნება და მათი მაქსიმალური მობილიზებაა.

რა შედეგებს ყოფილი პრემიერ მინისტრის პარტია მოახლოებულ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე?

თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მისი შედეგები ორნიშნა ან ორნიშნასთან მაქსიმალურად მიახლოვებული იქნება (დაახლოებით 7-12%). გიორგი გახარიას პარტიას დიდი მხარდაჭერა ექნება დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში, ასევე სამეგრელოში. გახარიასკენ წავა საჯარო სექტორის ხმების ნაწილი (სამართალდამცველები და ძალოვანები). ახალ პარტიას პოლიტიკურ ველზე საკმაოდ რთული გზა აქვს გასავლელი, რომელსაც როგორ გაივლის არავინ იცის… თავად გახარიას წარსული არ არის უმწიკვლო, მის მიმართ ბევრი მძიმე ბრალდება არსებობს, რომლებზეც პასუხები მას ადრე თუ გვიან მოუწევს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG