Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 832 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 31 409 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 832 შემთხვევა.


დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.65%;
  • ბოლო 7 დღის - 2.98%;
  • ბოლო 14 დღის - 3%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 624-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 5 791 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 167 332 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 44 396 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 348 594 შემთხვევა. მათგან 332 303 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4893 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG