Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბასთუმნის ტყეში დაკარგულ ახალგაზრდებს ეძებენ


აბასთუმანი
აბასთუმანი

აბასთუმანში მესამე დღეა ეძებენ შვიდ ახალგაზრდას, რომლებიც ტყეში შევიდნენ 3 ივნისს და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მათ გზა აებნათ და უკან ვეღარ დაბრუნდნენ. მათივე ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდები ტყეში მწყემსმა ნახა 5 ივნისს, დაახლოებით 17 საათისთვის - მათ ცეცხლი ენთოთ და სუფრა ჰქონდათ გაშლილი. დაკარგულებს ვერც ტელეფონით უკავშირდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ძებნის პროცესში 40–მდე მაშველი და დრონია ჩართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG