Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 24 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი.

სამთავრობო საიტ StopCov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 11 117 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 307 ახალი შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2.76%;
  • ბოლო 7 დღის - 2.98%;
  • ბოლო 14 დღის - 2.88%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1014 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. გასული დღის განმავლობაში აიცრა 1119 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 173 345 აცრა.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 349 405 შემთხვევა. მათგან 334 519 ​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 934 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG