Accessibility links

site logo site logo

მატარებლების შეჯახების შედეგად პაკისტანში სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა


სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა ორი მატარებლის შეჯახების შედეგად სამხრეთ პაკისტანში.

როგორც ქალაქ კარაჩის რკინიგზის სამსახურის წარმომადგენელმა, გიულ ჰასანმა აცნობა რადიო თავისუფლებას, გამოძიება იკვლევს მომხდარი ავარიის მიზეზებს. ცნობილია, რომ პროვინცია ინდის ქალაქ დერკის მახლობლად მგზავრებით გადატვირთული საერთაშორისო მატარებელი შეეჯახა ასევე ექსპრესის ტიპის მატარებელს, რომელიც ავარიის შედეგად რელსებიდან გადავარდა.


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა განაცხადა, რომ "შოკირებულია" მომხდარი ინციდენტით და მოსახლეობას კატასტროფის მიზეზების სრულყოფილ გამოძიებას დაჰპირდა.

ბოლო წლებში პაკისტანში არაერთი სარკინიგზო ავარია მოხდა. ამ სამხრეთაზიურ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია მატარებლით მგზავრობა. მაგრამ ძალიან ხშირად ვაგონები გადატვირთულია მგზავრებით, ხოლო მატარებლების პარკი სავალალო მდგომარეობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG