Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ღია რუსეთის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სოლოვიოვმა, რუსეთი დატოვა


ალექსანდრ სოლოვიოვი
ალექსანდრ სოლოვიოვი

ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი იძულებული გახდა დაეტოვებინა რუსეთის ტერიტორია და საზღვარგარეთ წასვლით საფრთხისაგან გადაერჩინა საკუთარი თავი და ახლობლები. ამის შესახებ იუწყება პორტალი „ღია მედია“, რომელთან საუბარშიც თავის წასვლის მიზეზად სოლოვიოვმა რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების „არაადეკვატურობა“ და „კაცთმოძულეობა“ დაასახელა.

ეს ნაბიჯი იმავდროულად „გარკვეული დროით უსაფრთხოს გახდის ჩემს ახლობლებს“, - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში იმყოფება.

წინა დღით რუსეთის ტერიტორია ასევე დატოვა ლიპეცკის საოლქო საბჭოს დეპუტატმა, ოლეგ ხომუტინნიკოვმა, რომელიც ადრე მოძრაობა „ღია რუსეთის“ ფედერალურ საბჭოში შედიოდა.

იგი გეგმავდა შემოდგომაზე სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა გარკვეულმა პირებმა აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა იგეგმებოდა.

7 ივნისს დაპატიმრების საფრთხის გამო რუსეთი დატოვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დმიტრი გუდკოვმაც.

გუდკოვი მოსკოვში 1 ივნისს დააკავეს, ქირის გადაუხდელობის ბრალდებით საკუთრებისთვის, რომელსაც ის წლების წინ ქირაობდა. ის 3 ივნისს გამოუშვეს, ბრალის ოფიციალურად წაყენების გარეშე.

გუდკოვი ფეისბუკით წერს, რომ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული "რამდენიმე წყაროსგან" მიიღო ინფორმაცია - თუ ქვეყანას არ დატოვებდა, ყალბი ბრალდება ძალაში დარჩებოდა მის დაპატიმრებამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG