Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეზო გაბრიაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ


მწერალს, მხატვარს, სცენარისტს, რეჟისორსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელს, რეზო გაბრიაძეს, ხუთშაბათს, 10 ივნისს, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში დაუდასტურეს.

რეზო გაბრიაძეს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.

84 წლის რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები ”ფეოლა”, ”ხანუმა პარიზში”; საკუთარი სცენარების მიხედვით აქვს დადგმული სპექტაკლები: ”ალფრედი და ვიოლეტა” (1982), ”მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი” (1982), ”ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” (1983), ”სტალინგრადის ბრძოლა” (1996).

მისი სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმებს შორისაა "არ იდარდო" (1968), "არაჩვეულებრივი გამოფენა" (1968), "ფეოლა" (1970), "ქვევრი" (1970), "შერეკილები" (1973), "მიმინო" (1977), "ქინ-ძა-ძა" (1986).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG