Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში 13 ივნისს გაიმართება ახალი მთავრობის ნდობის ვოტუმზე კენჭისყრა


ისრაელის პარლამენტში 13 ივნისს გაიმართება ახალი მთავრობისადმი ნდობის ვოტუმის შესახებ კენჭისყრა. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში მოქმედებას შეწყვეტდა ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა.

პარლამენტის სპიკერმა იარივ ლევინმა, რომელიც ნეთანიაჰუს ლოიალისტია, 8 ივნისს გამოაცხადა კენჭისყრის თარიღი. ერთი კვირის წინ ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ულტრანაციონალისტ ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სპექტრის სამთავრობო ალიანსის თაობაზე, რომელშიც მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტული და არაბული პარტიები შევლენ. შეთანხმების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ჯერ ბენეტი დაიკავებს და შემდეგ ლაპიდი. თუკი კოალიციას ნდობის ვოტუმს გამოუცხადებენ, ის იმავე დღეს დადებს ფიცს და ამით დასრულდება ნეთანიაჰუს 12-წლიანი პრემიერ-მინისტრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG