Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს ეწვევა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის და გამოფენაში მონაწილე მეღვინეებს სიტყვით მიმართავს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტისა და მონაკოს სამთავროს პრინცის, ალბერ II-ის პირისპირ შეხვედრა.

ასევე პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებსა და ბლოგერებთან. საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან, ალბერ II-სთან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - „ვაზის ფესვებთან შეხვედრა“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG