Accessibility links

site logo site logo

გახარიას თქმით, პრობლემა ის არის რისი გაკეთებაც „იმედს" მომავალში მოუწევს


გიორგი გახარია

ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ილაპარაკა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „TV პირველის“ ეთერში.

გახარიას შეფასებით, „იმედზე“ ძალიან ბევრი ღირსეული ჟურნალისტი მუშაობს. „მე მინდა მათ თუ რაღაც ზედმეტი მომივიდა, ბოდიში მოვუხადო. ცოტა ემოციურად მომივიდა“, - თქვა მან და დაამატა, რომ ტელეკომპანიის დირექტორის განცხადების შემდეგ აღარ უნანია.

„იმედზე“ ძალიან ბევრი ღირსეულია ადამიანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ. პრობლემა არ არის, რაც „იმედმა“ აქამდე გააკეთა, პრობლემა ის არის, რისი გაკეთებაც აწი მოუწევთ. მე იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც ჩანს ეს პოლიტიკური ბრძოლა უაღრესად ბინძური იქნება“, - აცხადებს გიორგი გახარია.

ტელეარხების ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრას არ ესწრებიან „იმედისა“ და „პოსტივის“ წამყვანები.

ტელეარხების ტოქშოუების წამყვანებთან შეხვედრას „იმედისა“ და „პოსტივის“ წამყვანები არ დასწრებიან. გახარიამ „იმედი" შეაფასა პოლიტიკურად მოტივირებულ და მართულ ტელევიზიად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG