Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კანონმდებლებმა დაამტკიცეს კანონპროექტი - "არასასურველ" ორგანიზაციებზე კანონის ჩარჩოები ფართოვდება


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, სახელმწიფო დუმამ, დაამტკიცა მესამე და საბოლოო მოსმენით კანონპროექტი, რომელიც აფართოებს უკვე არსებული, "არასასურველი" ორგანიზაციების შესახებ წინააღმდეგობრივი კანონის ჩარჩოებს.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც 9 ივნისს დამტკიცდა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებსა და ორგნიზაციებს აეკრძალებათ მონაწილეობის მიღება იმ უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც რუსეთში "არასასურველად" არის მიჩნეული.

ამ კანონპროექტის მიხედვით, "ნებისმიერ უცხოურ ან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებულ მომსახურებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომელთაც არასასურველი ორგანიზაციის სტატუსი აქვთ რუსეთში, კანონპროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებების საფუძველზე, ასევე "არასასურველის" სტატუსი მიენიჭებათ.

კანონპროექტში საუბარია იმაზეც, რომ 1 ოქტომბრიდან, რუსეთის ფინანსური მეთვალყურეობის ორგანო, "როსფინმონიტორინგი", გააკონტროლებს ყველა ფინანსურ გადარიცხვას გარკვეული ქვეყნებიდან, რომელთა სიაც მოგვიანებით გამოქვეყნდება.

კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს, მიერ უნდა დამტკიცდეს, და ხელი მოეწეროს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, მიერ, კანონის ძალაში შესასვლელად.

კანონი "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ, რომელიც 2015 წლის მაისში იქნა მიღებული, კრემლის მიერ წამოწეულ რეგულაციათა იმ სერიის ნაწილი იყო, რომელიც ზღუდავდა ბევრ არაკომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ძირითადად, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან იღებდნენ. ევროპის კავშირმა რუსეთის ხელისუფლებას ამ კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG