Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით შეჩერდა Keystone XL-ის მილსადენის მშენებლობა


Keystone XL-ის ნავთობსადენისთვის გამზადებული მილები ჩრდილოეთ დაკოტაში, აშშ-ში. 2014 წელი
Keystone XL-ის ნავთობსადენისთვის გამზადებული მილები ჩრდილოეთ დაკოტაში, აშშ-ში. 2014 წელი

მილსადენ Keystone XL-ის მშენებელმა სადავო პროექტის მშენებლობის გეგმაზე უარი თქვა რამდენიმე თვეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უკან გაიწვია იანვარში კანადის უკმაყოფილების მიუხედავად.

კანადის კომპანიამ, TC Energy-მ განაცხადა 9 ივნისს, რომ უზრუნველყოფს ნაწილობრივ აშენებული მილსადენის „უსაფრთხო დასრულებას და გამოსვლას“.

მილსადენის გზით უნდა გადაეტანათ ნავთობი, რომელსაც ალბერტის ბიტუმის შემცველი ქვიშის საბადოზე მოიპოვებენ კანადაში, აშშ-ის ნებრასკის შტატში, საიდანაც ის გადაიქაჩებდა უკვე მოქმედი სისტემის გზით ტეხასის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებში.

ეკოლოგები და ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ჯგუფები მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყვნენ უკვე 2008 წელს, როცა პროექტი დაისახა.

ბაიდენმა გააუქმა მშენებლობის ნებართვა იანვარში განაცხადა რა, რომ იმ დროს ის არ შეესაბამებოდა თავისი ადმინისტრაციის „ეკონომიკურ და კლიმატურ მოთხოვნებს“.

ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2017 წელს სცადა ნავთობსადენის მშენებლობის აღდგენა მას მერე, რაც 2015 წელს ბარაკ ობამამ ეკოლოგიური პრობლემების გამო შეაჩერა ის.

რესპუბლიკურმა პარტიამ მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენი ენერგეტიკული პროექტის შეჩერების გამო, რომელსაც ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა.

XS
SM
MD
LG