Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი


ვარშავა
ვარშავა

პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც, პროკურატურის თანახმად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ის სამი თვით მოათავსეს წინასწარ პატიმრობაში.

„ეჭვმიტანილი ამ საქმიანობას ეწეოდა პოლონეთში, ევროპის კავშირსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნაწილი იყო რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის პროექტებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა პოლონეთის რესპუბლიკის პოზიციის დასუსტებას ევროკავშირსა და საერთაშორისო არენაზე,“ ნათქვამია ეროვნული სახალხო პროკურორის ოფისის განცხადებაში, რომელიც 10 ივნისს გამოქვეყნდა.

განცხადებაში ეჭვმიტანილი ნახსენებია, როგორც „იანუშ N“. ამოღებულია 81450 აშშ დოლარის ეკვივალენტის თანხა და დიდი რაოდენობით „მონაცემთა შესანახი მოწყობილობები“.

პროკურატურის თანახმად, ის ასრულებდა „რუსეთის დაზვერვაში მომუშავე ადამიანების [დავალებებს] და ცდილობდა კონტაქტების დამყარებას პოლონელ და უცხოელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის - ევროკავშირში მომუშავეებთან.“

რუსეთს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია დაპატიმრებაზე. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლით პატიმრობა ემუქრება.

XS
SM
MD
LG