Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა ბათუმში, მაღაზიის დაწვის ბრალდებით


პოლიციის თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედება მაღაზია „ფარფურში“ შეღწევა და ცეცხლის გაჩენა. შემთხვევა 9 ივნისს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, 2005 წელს დაბადებულმა შ.ა-მ „თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტ „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა“.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება, ან განადგურება, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG