Accessibility links

site logo site logo

კორონავირუსით საქართველოში 22 ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 22 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 40 667 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 794 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 1,95%;
  • ბოლო 7 დღის - 2,32%;
  • ბოლო 14 დღის - 2,64%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 498-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. ბოლო მონაცმებით, 15 მარტიდან გაკეთებულია 197 114 აცრა. სრულად, ორივე დოზით აცრილია 61 315 მოქალაქე.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 353 443 შემთხვევა. მათგან 338 318 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5034 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG