Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი ჰაჯიზე დასწრებას 60 ათას "აცრილ" ადგილობრივ მოსახლემდე ამცირებს


საუდის არაბეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი წელს ჰაჯის ჩატარების ნებას დართავენ ამ ქვეყნის მცხოვრებ 60 000 აცრილ პირს და დაადასტურა, რომ მათ, ვინც ქვეყანაში არ ცხოვრობს, არ ექნება უფლება, დაესწროს ყოველწლიურ რიტუალებს, რომლებზეც დასწრება ცხოვრებაში ერთხელ აუცილებელი მოთხოვნაა ყველა ფიზიკურად ჯანმრთელი მაჰმადიანისთვის.

12 ივნისსб საუდის არაბეთის ოფიციალური პრესსააგენტოს განცხადებით, საუდის არაბეთის ჰაჯი და უმრას სამინისტრომ განაცხადა, რომ ღონისძიებები "გაიხსნება სამეფოს მოქალაქეებისა და მცხოვრებლებისათვის, რომელთა რაოდენობა 60 000 მომლოცველით შემოიფარგლება".

მან დასძინა, რომ "მათ, ვისაც სურს ჰაჯის ჩატარება, არ უნდა ჰქონდეთ ქრონიკული დაავადებები და უნდა იყვნენ აცრილნი" და 18-დან 65 წლამდე ასაკის.

ყოველწლიური ჰაჯი, რომელიცб ზოგადად, 2 მილიონამდე მომლოცველს იზიდავს მაჰმადიანურ წმინდა ქალაქებში - მექასა და მედინაში, წელს 17-22 ივლისს არის დაგეგმილი.

საუდის ოფიციალურმა პირებმა ამ კვირაში განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს კორონავირუსის ახალი ვარიანტების შესახებ პანდემიისას და თავი ავარიდოთ, გავხდეთ "დაავადების გავრცელების ეპიცენტრი სამეფოში ან მაჰმადიანურ სამყაროში". ბევრმა ქვეყანამ უკვე მეორე წელია, რაც გააუქმა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული მომლოცველობა მექაში კოვიდ-19-ის გამო.

XS
SM
MD
LG