Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი მზად არის გულწრფელი საუბარი გამართოს პუტინთან


აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციაზე კორნუელოში, 13 ივნისი, 2021 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პრესკონფერენციაზე კორნუელოში, 13 ივნისი, 2021 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 13 ივნისს „დიდი შვიდეულის“, დასრულებული სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა ბრუნდება საერთაშორისო არენაზე.

მსოფლიოს შვიდი წამყვანი ინდუსტრიული ქვეყნის ლიდერებმა იმსჯელეს პანდემიაზე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის, მსოფლიოს ვაჭრობაზე ჩინეთის გავლენის, რუსეთთან ურთიერთობის და სხვა თემებზე.

ბაიდენმა ჟურნალისტებს რუს კოლეგა, ვლადიმირ პუტინთან 16 ივნისი შეხვედრის თაობაზე უთხრა, რომ მან ჯერ კიდევ პრეზიდენტად თავის არჩევამდე უთხრა პუტინს, რომ შეისწავლის ამერიკის არჩევნებში მისი ჩარევის მცდელობების შესახებ.

ახლა ბაიდენმა დაადასტურა, რომ აქვს რა წვდომა დაზვერვის ყველა მასალაზე, ის მივიდა დასკვნამდე, რომ პუტინი მონაწილეობდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევაში. ბაიდენმა თაქვა, რომ არ ესწრაფვის რუსეთთან კონფლიქტს, არამედ ცდილობს გამოსავალი მოძებნოს რუსეთის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. ვიცი, ეჭვი რა გეპარებათ იმაში, რომ მე ვიქნები მასთან გულწრფელი ჩვენ პრობლემებთან დაკავშირებით, თქვა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ ვითარების გარკვევისთვის საუკეთესო საშუალება შეხვედრაა.

კიბერ-დამნაშავეების გაცვლის თაობაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ღიაა ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვა, რომ საჭირო რუსეთთან ერთად მუშაობა ლიბიის საკითხში.

რაც შეეხება პუტინის გარეშე პრესკონფერენციის გამართვას 16 ივნისის შეხვედრის შემდეგ, ბაიდენმა თქვა, რომ ეს არ არის შეჯიბრი, თუ ვინ უკეთ გამოავლენს თავს პრესკონფერენციაზე და ვინ ვის ჩააყენებს უხერხულ მდგომარეობაში. საქმე ისაა, რომ მსურს, ღიად თქვა, როგორია ურთიერთობების გაუმჯობესების პირობები. მე მოვყვები, როგორ ჩაიარა შეხვედრამ ჩემი თვალსაზრისით, და ის თავისას იტყვის. „არ მინდა, რომ ყურადღება იმაზე გადავიდეს, ჩამოვართვით თუ არა ერთმანეთს ხელი და როგორ ვიდექით“, დასძინა ბაიდენმა.

XS
SM
MD
LG