Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა


თბილისის და საქართველოს რეგიონების ნაწილს ენერგომომარაგება შეუწყდა.

ენერგოგამანაწილებელი კომპანიების თანახმად, შეფერხების მიზეზი ლოკალური ხარვეზები არ არის და, სავარაუდოდ, სისტემური პრობლემაა.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. რადიო თავისუფლება დეტალებს ადგენს.

„ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შესახებ იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგო“. მისი ინფორმაციით, ჰესის გენერატორების ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ გალის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები და სოხუმისა და გაგრის რაიონების ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG