Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში 240-ს მიუახლოვდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 93 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ 1 პაციენტი.

გასული წლის აპრილიდან აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 15 849 შემთხვევა, მათგან 15 101 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 239 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG