Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთი და კოსოვო აახლებენ ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებას


სერბეთის და კოსოვოს ლიდერები 15 ივნისს განაახლებენ ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებას, რომელიც მათი ურთიერთობის ნორმალიზებას ისახავს მიზნად.

ორმა ბალკანელმა მეზობელმა ერთი წლის წინ გამართა ბოლო შეხვედრა. ეს შეხვედრები ნაწილია მოლაპარაკების ათწლიანი პროცესისა იმ უთანხმოებების გადასაჭრელად, რომლებიც ურთიერთობაში დაძაბულობას იწვევს, 1998-1999 წლების კოსოვოს ომიდან ოცზე მეტი წლის გასვლის შემდეგაც.

15 ივნისის შეხვედრა პირველი იქნება მას შემდეგ, რაც თებერვლის არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა კოსოვოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მემარცხენე რეფორმატორმა ალბინ კურტიმ - რომელიც აცხადებს, რომ სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდარ ვუჩიჩთან მოლაპარაკებაში ახალ გზას დაადგება.

"ეს დიალოგი იოლი არ იქნება. მაგრამ ეს პროცესი, ორი მხარის გულწრფელი ჩართულობა აუცილებელია კოსოვოს და სერბეთის ხალხების სასარგებლოდ", - თქვა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა 15 ივნისს, ორმხრივი მოლაპარაკების დაწყების წინ.

ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აცხადებენ, რომ ნორმალიზება აუცილებელია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება სურთ სერბეთსაც და კოსოვოსაც, ამასთან, კოსოვოს ნატოს წევრობაც უნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG