Accessibility links

site logo site logo

ისრაელის მემარჯვენე რადიკალები იერუსალიმში მარშის გამართვას აპირებენ


ისრაელში მოელიან სადავო მარშს აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელსაც მემარჯვენე რადიკალები აწყობენ დროშების ფრიალით და რომელმაც, როგორც შიშობენ, შესაძლოა კვლავ გააჩაღოს ძალადობის ტალღა ისრაელსა და ღაზის სექტორის რადიკალებს შორის.

მემარჯვენე რადიკალურმა ნაციონალისტურმა ჯგუფებმა ისრაელის დროშებით აღლუმი დაგეგმეს აღმოსავლეთ იერუსალიმის მუსლიმურ ნაწილში.

პალესტინელები მარშს პროვოკაციად მიიჩნევენ. „ფათაჰი“ და „ჰამასი“ - ორი უდიდესი პალესტინური ორგანიზაცია - გამოვიდნენ „რისხვის დღის“ მოწოდებით ღაზასა და ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

„ჰამასმა“, რომელიც მართავს ღაზის სექტორს, განაცხადა, რომ თუკი მარში შედგება, ამას შეიძლება „სახიფათო შედეგები“ მოჰყვეს.

პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლები ადგილობრივი (ასევე თბილისის) დროით 18 საათზე არის დაგეგმილი ღაზის სექტორის მასშტაბით. „ჰამასმა“ და „ფათაჰმა“ პალესტინელებს მოუწოდეს, ძველი ქალაქისკენ გაეშურონ, რათა წინ აღუდგნენ მარშს. მარში თავდაპირველად 10 მაისს უნდა გამართულიყო იერუსალიმის დღის აღსანიშნავად. ის პირდაპირი გამოწვევაა ახალი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტისთვის, რომელმაც 13 ივნისს დაიკავა თანამდებობა. ბენეტს სუსტად შეკავშირებული კოალიცია უმაგრებს ზურგს. ახალმა მთავრობამ 14 ივნისს გასცა მარშის ჩატარების ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG