Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს


კელი დეგნანი, სალომე ზურაბიშვილი.
კელი დეგნანი, სალომე ზურაბიშვილი.

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი. ოფიციალური ცნობით, პრეზიდენტმა განიხილა საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენები.

კარლ ჰარცელი, სალომე ზურაბიშვილი.
კარლ ჰარცელი, სალომე ზურაბიშვილი.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 18 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

18 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ახალი წინადადება შესთავაზა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს - "სამომავლო გზა საქართველოსთვის".

XS
SM
MD
LG