Accessibility links

site logo site logo

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოკლე ანალიზი


ავტორი: გიორგი აბულაძე

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, სადავო, მაგრამ ოფიციალური შედეგებით ხმათა 48.2%-ით საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. მეორე ადგილი, ტრადიციულად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიკავა 27.2%-ით. 5%-ზე დაბალი შედეგი მიიღეს ყველა დანარჩენმა პარტიებმა. არჩევნების დღეს არაერთი სერიოზული დარღვევა გამოვლინდა, რომელიც აღნიშნულია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ. შევეცდები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ვუპასუხო ზემოთ ხსენებული არჩევნების ირგვლივ.

გაყალბდა თუ არა არჩევნები?

ჩემი აზრით–კი. თუმცა ოპოზიციისგან განსხვავებით, გაყალბების მასშტაბებთან დაკავშირებით, სხვაგვარი წარმოდგენა მაქვს. ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის მიხედვით, რომელსაც მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია „ედისონ რისერჩი“ ატარებდა, მმართველმა პარტიამ 46% მიიღო 1%-იანი ცდომილებით. გავლენიანი ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშების მიხედვით საარჩევნო უბნების 7-8%-ზე გამოვლინდა ბიულეტენების მეტობითი დისბალანსი, რაც აჩენს ეჭვებს ე.წ. „სომხური კარუსელების“ დატრიალების შესახებ. ორგანიზაციების განცხადებით ასეთი უბნების ⅓-ში დისბალანსი სერიოზულია. ანუ ამ დარღვევების გავლენა საბოლოო შედეგებზე დაახლოებით 2.5%-ია. საქართველოში არსებობს სამწუხარო პოლიტიკური ტრადიცია, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და ამომრჩეველთა მოსყიდვა-დაშინებით ახერხებს საკუთარი საარჩევნო შედეგის გაუმჯობესებას. გამონაკლისი არც ეს არჩევნები ყოფილა, „ეუთო/ოდირის“ ანგარიში მთავარ პრობლემად სწორედ ეს საკითხი დგას. ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ისყიდიდა ადამიანებს (განსაკუთრებით ქალაქგარე მხარეებში). ამ ტიპის დარღვევის, საბოლოო შედეგებზე გავლენის ზუსტი დადგენა ძალიან რთულია, თუმცა თეორიულად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეთი ათიათასობით ფაქტი იყო, რომლის გავლენაც მიახლოებით შეგვიძლია ჩავთვალოთ 1-2%. საბოლოოდ კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის არჩევნებზე დაახლოებით 4-5% მიიმატა (რაც დაახლოებით 70-80 ათასს ადამიანს ნიშნავს!). ყველა ეს დარღვევა არ არის ცოტა, თუმცა უარესები ნამდვილად ახსოვს საქართველოს ისტორიას. ვფიქრობ, ასეთ ჩატარებულ არჩევნებს აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია. ჯამში, ეს არჩევნები შეიძლება შეფასდეს, როგორც: „ლეგიტიმურობის ზღურპლზე“ მყოფი (ასე შეაფასა აშშ-ის სენატორმა ჯიმ შაჰინმა).

მოსალოდნელი იყო მსგავსი შედეგი?

2020 წლის მანძილზე მმართველი პარტიის რეიტინგი ობიექტურ/სუბიექტური მიზეზების გამო გაიზარდა. კოვიდ პანდემიის წარმატებულად მართვის აღქმამ საზოგადოებაში, სოციალური დახმარებების პაკეტმა და პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ავტორიტეტმა გარკვეულ წილად დააწინაურა „ქართული ოცნება“. ასევე აღსაღნიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ოპოზიციური პარტიები პრაქტიკულად „ერთად ერთის წინააღმდეგ“ ფორმატში იმყოფებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც ე.წ. „მესამე ძალებს“ საკუთარი იდენტობის წარმოჩენის შესაძლებლობას უზღუდავდა. ამას ემატებოდა სახელისუფლებო პროპაგანდაც. პანდემიიდან გამომდინარე გასული წლის არჩევნებზე იმყოფებოდა ლიმიტირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რამაც ხელისუფლებას არჩევნების ფალსიფიკაცია გაუმარტივა. ჩნდება კითხვა, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას გაყალბების მექანიზმების ამოქმედება, თუ ის რეიტინგებში ისედაც ლიდერობდა?

ამის პასუხია–ამომრჩეველთა მოულოდნელად მაღალი აქტივობა (თითქმის 2 მლნ. ადამიანი). „ქართული ოცნება“ იმედოვნებდა, რომ კოვიდს შიშით ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იქნებოდა (დაუზუსტებელი ინფორმაციით მაქსიმუმ 1.6 მლნ. ადამიანი), მაგრამ ასე არ მოხდა. მმართველი პარტია 50-55%-იან შედეგს ელოდა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG