Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკირებაზე საათობრივი გადასახადი გლდანსა და ვარკეთილშიც ამოქმედდება


თბილისის ცენტრლური უბნების შემდეგ ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა გარეუბნებში - გლდანსა და ვარკეთილშიც ამოქმედდება. ამ საკითხზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ უთქვამს.

ზონალურ-საათობრივი პარკინგი ამოქმედდება:

  • გლდანში: მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე - მოწყობილია 126 საპარკინგე ადგილი;
  • სამგორის რაიონში: ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე - ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე - მოწყობილია 117 საპარკინგე ადგილი.

ზონალურ-საათობრივი პარკინგის სივრცეები იზრდება თბილისის ცენტრალურ უბნებში. საბურთალოზე დამატებით ცხრა ქუჩაზე იმოქმედებს ახალი წესი. ახალი წესი იმოქმედებს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

ახალი წესი ამოქმედდება:

  • საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე - მოწყობილია 733 საპარკინგე ადგილი;
  • სადგურის მოედანზე: დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე - მოწყობილია 281 საპარკინგე ადგილი.

პარკირება 1 საათის განმავლობაში 1 ლარი ეღირება, უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისა და ელექტრომობილებისთვის.

"სანამ ეს ამოქმედდება, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისთვის და რეგისტრაციისთვის საინფორმაციო, მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკინგი უკვე მოქმედებს თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის - კოტე აფხაზის, პეკინის, ყაზბეგის ქუჩებსა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG