Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა რუსეთში რადიო თავისუფლების მუშაობის საკითხი წამოჭრა პუტინთან მოლაპარაკებებზე


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთში რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების მუშაობის საკითხი წამოჭრა ჟენევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე.

ამის შესახებ პუტინმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი სიტყვებით, აშშ-ის მედიაორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიტანა „უცხოეთის აგენტი“ მედიაორგანიზაციების სიაში, „ბოლომდე არ ასრულებენ რუსეთის კანონის მოთხოვნებს“. რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, „უცხოეთის აგენტების“ სიაში რადიო თავისუფლება და სხვა მედიაორგანიზაციები შეიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-ში უცხოეთის აგენტად გამოცხადდა ტელეარხი RT. პუტინმა განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა სამინისტროს გზით“ „მოხერხდება მოგვარება“ ვითარებისა რუსეთში რადიო თავისუფლების მუშაობის გარშემო. რას გულისხმობდა, მას არ დაუზუსტებია. აშშ-ის მხარემ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე განიხილეს მედიის თავისუფლებისა და „უცხოეთის აგენტი“ მედიაორგანიზაციების საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG