Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ ცხინვალში ტანკისტების სამხედრო სწავლება მიმდინარეობს


რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში 400-ზე მეტმა ტანკისტმა საცეცხლე-ტაქტიკური მომზადება დაიწყო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

რუსეთის 58-ე არმიის ტანკისტები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ძარწემის პოლიგონზე გადიან სწავლებას. ცხინვალში დისლოცირებული საოკუპაციო ძალების გარდა, სწავლებაში მონაწილეობენ ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ჩრდილოეთ ოსეთში დისლოცირებული შეიარაღებული ძალები.

„ტანკისტები წვრთნას გადიან პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოსაგერიებლად და სამიზნეების დასაზიანებლად. გარდა ამისა, მთის რთული რელიეფისა გადალახვისა და წარმოსახვითი მოწინააღმდეგის ჯავშანმანქანების გასანადგურებლად, ამისთვის იყენებენ ყველა სახის საბრძოლო მასალას და ტანკების შეიარაღებას“, - განაცხადეს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურში.

სატანკო ბატალიონები იყენებენ Т-72Б3 და Т-90А ტიპის ტანკებს. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე სამხედრო სწავლებების დროს, აფეთქებების და სროლის ხმა ესმით ოკუპაციის ხაზთან მდებარე გორის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG