Accessibility links

site logo site logo

პუტინმა ბაიდენს ხოხლომას სტილის საწერი ნაკრები აჩუქა, ხოლო ბაიდენმა პუტინს - „ავიატორის სათვალე“ და ბროლის ბიზონი


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ჟენევაში შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აჩუქა ხოხლომას სტილში შესრულებული საწერი ნაკრები, - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც დააზუსტა, რომ ეს არის „ხოხლომას სტილში საწერი ნაკრები „მოსკვა“.

ბაიდენმა თავის მხრივ პუტინსა აჩუქა მზის სათვალე „ავიატორი“ (თვითონ ბაიდენს უყვარს ეს აქსესუარი) და ბროლის ბიზონი.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაიდენმა პუტინს გადასცა „ავიატორის“ ტიპის სათვალე, რომლიც საგანგებოდ დაამზადა ფირმა, Randolph USA-მ. მისი თქმით, ამ სათვალეს სამხედრო მფრინავებისთვის ფირმა ამზადებს 1978 წლიდან

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ამერიკული ბიზონი წარმოადგენს „დიდებულ ინტერპრეტაციას ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ძუძუმწოვრისა, რომელიც ძალას, ერთიანობას და სიმტკიცეს განასახიერებს“.

2018 წელს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, ვლადიმირ პუტინმა, თავის კოლეგას აჩუქა 2018 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის (რუსეთში ჩატარდა) ბურთი და უთხრა, "ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა“.

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართა და მთავარ საკითხებში უთანხმოებასთან ერთად გარკვეული წინსვლა იქნა მიღწეული. მხარეებმა განაცხადეს, რომ დაძაბულობის პერიოდშიც აქვთ მათ საერთო მიზნები და ადასტურებენ პრინციპს, რომ ატომური ომში გამარჯვებული არ იქნება და მისი გაჩაღება არ შეიძლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG