Accessibility links

site logo site logo

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


საარჩევნო ბილბორდი ირანის დედაქალაქ თეირანში

ირანში, დღეს 18 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებია. ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები დილის 7 საათიდან გაიხსნა.

ოფიციალური ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში 60 მილიონამდე პოტენციურ ამომრჩეველს ხმა შეუძლია მისცეს, ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 72 000 საარჩევნო უბანზე. ირანელებს ხმა შეუძლიათ მისცემს 132 ქვეყანაში გახსნილ საარჩვენო უბანზეც.

როიტერსის ცნობით, ეკონომიკური პრობლემების მქონე ირანში ამომრჩევლის დაბალ აქტივობას მოელიან, თუმცა სახელმწიფო მედიამ რამდენიმე ქალაქში საარჩვენო უბნებთან არსებული რიგები უჩვენა.

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ოთხშაბათს მოქალაქეებს არჩევნებში დიდი აქტივობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ასეთი ძალის ეს დემონსტაცია შეამსუბუქებს საგარეო ზეწოლას ისლამურ რესპუბლიკაზე.

ირანის 60 წლის მოქმედი პრეზიდენტის ჰასან როჰანის მემკვიდრეობისთვის ოთხი პოლიტიკოსი კანდიდატი იბრძვის, მას კონსტიტუციით ეკრძლება მესამე ოთხწლიანი ვადით კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე.

მოელიან, რომ კენჭისყრაში გამარჯვებული იქნება ულტრაკონსერვატორი იუსტიციის მინისტრი, ებრაჰიმ რაისი. რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის დროს ვიცეპრეზიდენტი, მოჰსენ მეჰრალიზადე, არჩევნებს გამოეთიშა 16 ივნისს, სავარაუდოდ იმის გამო, რათა გზა დაეთმო ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, აბდოლნასერ ჰემათისთვის, რომელიც ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება.

მკაცრი ხაზის მქონე ორი კანდიდატი, ალირეზა ზაქანი და საიდ ჯალილი, ასევე გამოეთიშნენ არჩევნებს და მხარს უჭერენ რაისის, რომელიც უზენაეს ლიდერ აიათოლა აილი ხამენეისთან დაახლოებული პირია.

მეჰრალიზადე და ჰემათი იყვნენ ბოლო კანდიდატები, რომლებსაც რეფორმისტებად მიიჩნევენ.

გამარჯვებას რაისის უწინასწარმეტყველებნ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ განაცხადა 16 ივნისს, რომ კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვი ალბათ ნაკლები იქნება გასულ არჩევნებთან შედარებით, რის მიზეზიც კორონავირუსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG