Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 17 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 28 593 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 671 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2,35%;
  • ბოლო 7 დღის - 2,5%;
  • ბოლო 14 დღის - 2,47%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 657-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

17 ივნისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 221 156 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 74 495 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 357 591 შემთხვევა. მათგან 343 734 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5131 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG