Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრია კოვიდის ვაქცინის დამატებით მილიონ დოზას მიაწვდის ბალკანეთს


ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვენაში,18 ივნისს, 2012 წელს
ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე ვენაში,18 ივნისს, 2012 წელს

ავსტრიამ განაცხადა, რომ გეგმავს, მიაწოდოს კოვიდ-19-ის ვაქცინის მილიონი დოზა დასავლეთ ბალკანეთს იმის დამატებით, რასაც რეგიონში ევროპის კავშირის სახელით აგზავნის.

კანცლერმა სებასტიან კურცმა ეს განცხადება გააკეთა ვენაში, 18 ივნისს, თავის კოლეგებთანშეხვედრის შემდეგ ყოფილი იუგოსლავიის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან ევროპის კავშირის წევრი-სახელმწიფოები - ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ალბანეთის ინფრასტრუქტურის მინისტრი და ევროპის კავშირის საგანგებო დესპანი, მიროსლავ ლაიჩაკი. აპრილში, ავსტრიამ, ევროპის კავშირის სახელით, უკვე აიღო ვაქცინის 651 000 დოზის გაგზავნის ვალდებულება ბალკანეთის ექვს ქვეყანაში აგვისტოს თვემდე.

ვენის სამიტის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას, კურცმა განაცხადა: "ამას გარდა, ჩვენ აგრეთვე გვსურს, ორმხრივად შევიტანოთ წვლილი, როგორც ავსტრიის რესპუბლიკამ, და ჩვენ, როგორც მთავრობამ, გადავწყვიტეთ, რომ ვაქცინის მილიონ დოზას ხელმისაწვდომს გავხდით დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის."

ვაქცინის მიწოდება მოხდება აგვისტოსა და წლის ბოლოს შორის, დაამატა კანცლერმა, თუმცა არ უთქვამს, რომელი ქვეყნები მიიღებენ მათ ან როგორ იქნება ისინი განაწილებული მათ შორის.

XS
SM
MD
LG